ისტორია

                                                                      


პირველი  მსოფლიო   ომის  დროს  ინგლისელებმა შექმნეს ახალი იარაღი ტანკი, რომელსაც შეეძლო ტრანშეების და ბადეების გამაგრებების გარღვევა. პირველი გამოცდები ტანკებმა სომაზე ბრძოლისას გაიარეს. ინგლისელები ტანკებს ქვეითთა მხარდასაჭერად იყენებდნენ, ხოლო ფრანგები როგორც დამოუკიდებელად მოსიარულე საარტილერიო დანადგარს. პირველი ტანკები ძალიან მოუქნელი იყო, მაგრამ მალე იგი დაიხვეწა. გერმანელებმაც მალევე გამოუშვეს ტანკების საკუთარი მოდელები.
     ბრიტანელებმა გამოიყენეს ახალი საბრძოლო მანქანა - ტანკი Mark I. შეჯავშნულ და მუხლუხებიან საბრძოლო მანქანაზე მუშაობა, ბრიტანელებმა ჯერ კიდევ 1915 წელს დაიწყეს. შეიქმნა ყუთის მსგავსი ორი საექსპერიმენტო მოდელი Little Willy (პატარა ვილი) და Mother (დედა). ამ მოდელების საფუძველზე მომავალში აწყობილ იქნა, კოშკურის არმქონე მძიმე ტანკები . ახალ საბრძოლო მანქანას, უპრობლემოდ უნდა გადაელახა მოწინააღმდეგის პოზიციების წინ არსებული მავთულხლართები და სანგრებიდან გახსნილ ცეცხლს ის ვერ უნდა დაეზიანებინა. შეიქმნა Mark I-ის ორი მოდელი: მამალი და დედალი. მათ შორის განსხვავება ის იყო, რომ ,,მამალი“ ოდნავ უფრო მეტს იწონიდა და შეიარაღებული იყო ტყვიამფრქვევებით და ორი 57მმ-იანი ქვემეხით, ხოლო დედალს მხოლოდ ტყვიამფრქვევები ჰქონდა. სულ გამოუშვეს 75 ,,მამალი“ და 75 ,,დედალი“ ტანკი. საბრძოლო მანქანა 30-მდე ტონას იწონიდა, ეკიპაჟი 8 წევრისაგან შედგებოდა, ძრავის სიმძლავრე შეადგენდა 105 ცხენის ძალას. ტანკის მაქსიმალური სიჩქარე იყო 6,4 კმ/სთ, თუმცა რადგანაც ტანკს არაერთგვაროვან რელიეფზე უწევდა მოქმედება მისი სიჩქარე იშვიათად თუ აღემატებოდა 3კმ/სთ-ს. საბრძოლო მანქანის 57მმ-იანი ქვემეხების ეფექტური სასროლი მანძილი 1800 მეტრს აღწევდა, ტანკს შეეძლო 3,5 მეტრიანი თხრილის გადალახვა.   ეს  იყო  პირველი  ტანკები  და   მას  შემდეგ  დაიწყო  ახალი  ერა   ომებისა  სადაც   ამ  შეჯავშნულ  მანქანებს  დიდი  მნიშვნელობა  ჰქონდათ  და  აქვთ.
   
g


                                                                         mark    1


                         

                                                                            Little   Willy