მომავლის ტანკები

რუსული და ჩინური მომავლის ტანკები
ივლისის დასაწყისში გახმაურდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის რამდენიმე სახელმწიფო კორპორაცია მომავალი თაობის შექმნაზე მუშაობს.
ახალი მიმდინარეობის შესაბამისად, მომავლის ჩინური ტანკი უკოშკურო იქნება და ყველაზე თანამედროვე რადარითა და სამიზნის აღმომჩენი საშუალებებით აღიჭურვება. რადარის მოქმედების რადიუსი 8000 მეტრს მიაღწევს.
ტანკის შეიარაღებაში შედის 120 მმ-იანი გრძელლულიანი ქვემეხი დამტენი ავტომატით, 2 შეწყვილებული 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი და 40 მმ-იანი ყუმბარსატყორცნი.
უნივერსალური ტყვიამფრქვევები საჰაერო-სახმელეთო სამიზნეების 1500 მ დისტანციასა და 1000 მ სიმაღლეზე გასანადგურებლად არის განკუთვნილი.
სიჩქარე საათში 80 კმ-ს მიაღწევს, ხოლო ეკიპაჟი მძღოლ-მექანიკოსისა და მეთაურ-დამმიზნებლისაგან შედგება, რომლებიც კოშკურაში კი არა, არამედ ტანკის კორპუსში სხედან.
ჩინელები ტანკის შეიარაღებაში მიღებას 2019-20 წლებისთვის გეგმავენ.
15 ივლისს კი ნიჟნი-ტაგილში გამოფენა оборона и защита 2010-ზე საიდუმლოებით მოცული რუსული ტანკის T-95-ის პირველი დახურული ჩვენება შედგა. ჩვენებას წინასწარ შედგენილი სიით დაესწრნენ დამთვალიერებლები. "შავ არწივად” მონათლულ ტანკის პროექტზე დიდი ხანია თავს იმტვრევს ნიჟნი-ტაგილის კომპანია уралвагонзавод-ი.
T-95-ის ფორმა და ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები გასაიდუმლოებულია.
ცნობილია, რომ შემჩნევადობის შესამცირებლად ტანკს დაბალი სილუეტი აქვს, აღჭურვილია დისტანციურად მართვადი კოშკურით და ეკიპაჟი სპეციალურად შექმნილ დაჯავშნულ კაფსულაში ზის.
კაფსულა კოშკურისა და დატენის ავტომატისაგან ჯავშნის ფურცლებით არის გამოყოფილი და ამით ეკიპაჟის უსაფრთხოება გაზრდილია.
ტანკის წონა დაახლოებით 55 ტონა იქნება და საათში 80 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებს.
შეიარაღება 135 მმ-იანი ან 152 მმ-იანი ქვემეხის, საზენიტო მართვადი რაკეტებისა და 7,62 მმ-იანი და 14,5 მმ-იანი ტყვიამფრქვევებისგან შედგება.
სავარაუდოდ, კომბინირებულ ჯავშანში დინამიკური დაცვის ელემენტებია ჩაშენებული. ეკიპაჟი ორი ან სამი კაცისაგან შედგება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის აპრილიდან ტანკის საპროექტო სამუშაოების დაფინანსება შეწყვიტა და პროგრამა დახურა, მაგრამ დაფინანსების წყარო სვერდლოვსკის ოლქმა გამონახა, სადაც ქალაქი ნიჟნი-ტაგილი მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პროექტი რომ დახურა, ცოტას არ ნიშნავს. სამხედროებმა ნიჟნი-ტაგილელთა ნამუშევარში პრინციპულად ახალი და არმიისთვის მისაღები, ალბათ, ვერაფერი დაინახეს.
ტანკს რაც უნდა დაბალი სილუეტი ჰქონდეს, 152 მმ-იანი ქვემეხის გაბარიტების შემცირება შეუძლებელია და შემჩნევადობაში მაინც სუსტ ადგილად დარჩება, ისევე, როგორც ტანკის ზედა ნახევარსფერო.
საზენიტო მართვადი რაკეტები ნამდვილად ახალი სიტყვაა, მაგრამ ორკაციანი ეკიპაჟისთვის საჰაერო-სახმელეთო სამიზნეებთან ერთდროული ბრძოლა ტანკებისაგან სულ სხვა ცოდნასა და ჩვევებს მოითხოვს.
საქმე მაინც რუსული სამხედრო ტექნიკის კიდევ ერთ "სასწაულთან” უნდა გვქონდეს, რომელსაც ყოველმხრივ აპირებენ და რეკლამას უკეთებენ.


მკვდრადშობილი ახალი ინდური ტანკი Arjun Mk-2

ინდური ბლოგი livefist.blogspot.com იუწყება არც თუ ისე უცნობი ინდური ტანკის Arjun-ის ახალი მოდიფიკაციის, Arjun Mk-2-ის პრობლემატური პრესპექტივების შესახებ. ინდურმა არმიამ ახალი ტანკის მიმართ ინტერესის დაკარგვა უკვე დაიწყო, და ეს იმ დროს როცა Arjun Mk-2-ს პირველი საცდელი პროტოტიპი ჯერ მხოლოდ 2012 წლის 10 მაისს იქნა გადაყვანილი საცდელ პოლიგონ პოხრანეში. ბლოგის პუბლიკაციიდან ცნობილი ხდება რომ არმია მოითხოვს Arjun Mk-2-ს  ყოველმხრივი და ხანგრძლივი გამოცდების ჩატარებას და ასევე Arjun Mk-1-თთან შედარებითი გამოცდების ჩატარებას. ამ მიზნით არმიამ უკვე გაამზადა Arjun Mk-2-ს მისთვის სასურველი მოდიფიკაციებისა და ცვლილებების სია. ეს ტანკის ახალ მოდიფიკაციას სერიული წარმოების და არმიაში მიღების თარიღებს კარგს არაფერს უქადის. მანამდე ინდური პარლამენტისთვის გაკეთებული მოხსნებიდან ცნობილი გახდა რომ Arjun Mk-2-ს სერიული წარმოების დაწყება 2015 წლისთვის იყო შესაძლებელი და თითი ტანკის ფასი 37 კროროვი იქნებოდა (6,75 მილიონი დოლარი).
ბლოგის თანახმად ინდური არმია არ აპირებს უკვე შეკვეთული 124 ერთეული Arjun Mk-2-ს შეკვეთის გაზრდას, ამ ინფორმაციიდან გამომდინარე ძველ, უკვე გამოშვებულ 124 Arjun Mk-1-თან ერთად ამ ტანკების საერთო რაოდენობა 248 ერთეულით შემოიფარგლება.
ამის სანაცვლოდ ინდური არმია DRDO-სგან აქტიურად ითხოვს ახალი თაობის ტანკ FMBT-ზე მუშაობის გააქტიურებას. და ბოლოს - Arjun Mk-2-ს უშუალო დარტყმა რუსულმა Т-90МС-მა განახორციელა, რომელის რუსულმა მხარემ ინდურ არმიას შესთავაზა. პუბლიკაციის თანახმად 2012 წლის მარტში რუსულმა დელეგაციამ, რომელშიცშედიოდნენ ОАО "Рособоронэкспорт"-ის და ОАО "НПК "Уралвагонзавод"-ის წარმომაგენლები, ჩაატარა მთელი რიგი შეხვედრები ინდოეთის ჯავშანსატანკო ჯარების სარდლობასთან, სადაც წარდგენილი იქნა ახალი რუსული ტანკი Т-90МС.
მოლაპარაკებების დროს ინდურ მხარეს შეთავაზეს Т-90МС.-ს ტექნოლოგიების გადაცემა თუ ისინი განაგრძობდნენ Т-90-ს ლიცენზირებულ წარმოებას. ასევე შესტავაზეს Т-90МС-ს ინდოეთში გადაყვანა ადგილზევე მისი გამოცდების მიზნით. და ბოლოს რუსულმა მხარემ შესთავაზა ინოეთს მომავლის ტანკის პროგრამა FMBT-ში მონაწილეობის მირება და ამ მიზნით უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ინდურ DRDO-სთან.





ტანკები ბრძოლის ველზე

“ისინი იქცნენ მოუწყვლად მხეცებად და მათი (ერაყელების) ღამის კოშმარად”
აშშ საზღვაო ქვეითთა ტაქტიკური საბრძოლო ჯგუფ ”ტარავას” მეთაური
Abrams M1A2
პირველ რიგში მათთვის, ვინც ვეღარ ხედავს ტანკების მომავალს, განსაკუთრებით რთული რელიეფის პირობებში, მინდა განვაცხადო - ტანკები წარმატებით ართმევენ თავს ამოცანას ავღანეთში!  მოკავშირეთა ოპერაციის ფარგლებში თავდაპირველად ტანკები გამოყენებულ იქნა კანადელებისა და დანიელების მიერ 2006 წლიდან.  მათმა ”ლეოპარდებმა” აქტიურად მიიღეს მონაწილეობა აშშ და ავღანეთის სამთავრობო ჯარების მთავარ შეტევაში პენჯაბის რაიონში, ხოლო მდინარე ზარის ნაპირებზე ორგანული 120 მმ-იანი ქვემეხით ეფექტურად ახორციელებდნენ აშშ-ს 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მებრძოლების მხარდაჭერას. ავიაციასთან, არტილერიასა და ინჟინრებთან მჭიდრო ურთიერთქმედებით ტანკებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვეს მოწინააღმდეგის განადგურებაში ჰოუზ-ე-მედანთან, ნალგამთან და სანგსართან.   საცეცხლე და დარტყმითი შესაძლებლობების გამოყენებასთან ერთად, ტანკები ეფექტურად ასრულებენ ქვეითებისთვის დანაღმულ ველებზე გასასვლელების მომზადებისა და იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან დაცვის ფუნქციებს.
საომარი მოქმედების ამ რთულ თეატრში ტანკების ეფექტურობამ ამერიკელებს 2010 წლის ნოემბერში, 9 წლიანი პერიოდის განმავლობაში პირველად მიაღებინა გადაწყვეტილება ”აბრამსების” გადასროლაზე.  აშშ-ს გაერთიანებული შტაბების ავღანეთ-პაკისტანის კოორდინირების ცენტრის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ფრედერიკ ჰიჯესმა განცხადა: ” მე არა მგონია ახლო წარსულში თუ ვინმე ხედავდა ტანკების საჭიროებას ავღანეთში, თუმცა ეხლა ჩვენ ერთხმად ვაცნობიერებთ მათ მნიშვნელობას”.  Pპირველი 16 ტანკი განთავსდება ჰელმანდის ჩრდილოეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საზღვაო ქვეითებთან ერთობლივ მოქმედებებში, ასევე, დიდი ალბათობით, მოხდება მათი გამოყენება ამ პროვინციაში დისლოცირებული ქართული კონტიგენტის მხარდაჭერისთვისაც.

მაგალითი, ოღონდ უკვე განსხვავებული ომისა და საბრძოლო მოქმედებების თეატრიდან:  ერაყში საომარი მოქმედებების წარმოების პერიოდში აშშ-ს მე-15 საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფმა მიიღო დავალება დაეკავებინა ბაასის პარტიის შტაბი ქალაქ უმ ქასრში.  მიუხედავად ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩებისა და ქაოსური დაგეგამარებისა, მოიერიშე რაზმის დამრტყმელ ელემენტად სატანკო ოცეული იქნა გამოყოფილი.  სადაზვერვო მზირში მოქმედ ქვეითთა საბრძოლო მანქანების (ქსმ) -ზე მიყოლით ტანკები მიუახლოვდნენ ობიექტს, გაიშალნენ საბრძოლო წყობაში და ქვემეხების ცეცხლით შენობის კედელში შექმნეს ორი მოზრდილი ხვრელი, ტყვისფრქვევების ცეცხლით დაიფარეს ქსმ-დან ქვეითების გადმოსხმა და მათ მიერ პოზიციების დაკავება.  აღნიშნულის შემდეგ, 4 ტანკი გარშემო მყოფი ნაგებობების საფრად გამოყენებით გადანაწილდა საცეცხლე პოზიციებზე და ჩაკეტა მიზანთან მისასვლელი ყველა მიმართულება.  კედლებში შექმნილი ხვრელების და ბლოკირებული მისასვლელების გამოყენებით ქვეითთა მოიერიშე ჯგუფი დაუბრკოლებლად შევიდა მოწინააღმდეგის შტაბში და გაანადგურა იქ დარჩენილი წინააღმდეგობის კერები.

ერაყში საბრძოლო მოქმედებებმა ნათლად აჩვენა ტანკების ქალაქში მოქმედების ადაპტირების კარგი მაგალითი.  ამის მიღწევა შესაძლებელი იქნა გროზნოს მიდამოებში წარმოებული ბრძოლების დეტალური შესწავლის, განზოგადებისა და ქვანტიკოში განლაგებული აშშ საზღვაო ქვეითთა საბრძოლო ლაბორატორიის ექსპერტთა რამოდენიმეწლიანი დაძაბული კვლევების შედეგად. აღნიშნულ მოღვაწეობას მოჰყვა ქვითთა და ტანკების ურთიერთქმედების გაუმჯობესებისკენ მიმართული ინტენსიური წვრთნები.  როგორც საბრძოლო ლაბორატორიის ექსპერტმა კაპიტანმა კარლოს გომესმა განაცხადა: ”ტანკი დღესაც წარმოადგენს ძალზედ ეფექტურ იარაღს, მაგრამ სწორი გამოყენების შემთხვევაში”.  მისივე სიტყვებით: ”ქვეითები უნდა იცავდნენ ტანკებს,  თუმცა შესაბამისი წვრთნის გარეშე მათი მოქმედება არაეფექტური იქნება”.  ერაყში ტანკები მოწინააღმდეგეში ისეთ პანიკას იწვევდნენ, რომ მოკავშირეთა ფსიქოლოგიური ოპერაციების ქვედანაყოფები მძლავრი გამაძლიერებლებით უწყვეტად გადასცემდნენ ტანკების გადაადგილების ჩაწერილ ხმაურს, რითაც მორალურად ანადგურებდნენ ერაყელ დამცველებს.  Kკარგად მომზადებულმა დანაყოფებმა ურთულეს პირობებში თავიდან აიცილა ”შავი ქორის ვარდნის” (1993 წლის მაგადიშოს) სცენარის გამეორება.

საქართველოში ტანკების გამოყენების შუქ-ჩრდილების მაგალითები მკითხველმა ფართოდ შეუძლია მოიძიოს ”არსენალში” გამოქვეყნებულ ბ-ნ თ. ჩაჩანიძის სტატიებში.  ჩემი მხრიდან მხოლოდ დავუმატებდი, რომ აღნიშნული თემა შემდგომ გავრცობას და დეტალიზებას მოითხოვს, რათა მოხდეს გამოცდილების (მათ შორის უარყოფითი) განზოგადება, სასწავლო მითითებებსა და კურსებში ასახვა და მომავალი გამოწვევებისადმი ჩვენი ჯ/სატანკო დანაყოფების მებრძოლების მომზადება.  ხოლო თუ რა შეუძლია ტანკის მომზადებულ და გამოცდილ მეთაურს, შეიძლება ნათლად დავინახოთ კიდევ ერთ მაგალითზე:  1944 წლის 13 ივნისს ვილერ-ბოკაჟთან გერმანელთა 1 სატანკო კორპუსის 101 სატანკო ბატალიონის სს-ის ჰაუპტშტურმ-ფიურერმა მიხაელ ვიტმანმა, ზედმეტსახელად ”შავი ბარონი”, ერთადერთი მძიმე ტანკიდან შეძლო მარშზე მყოფი ბრიტანელთა მე-7 სატანკო დივიზიის კოლონაზე განეხორციელებინა ჩასაფრება.  შედეგად დღის განმავლობაში გაანადგურა 4 ”კრომველის”, 3 ”შერმანის” ტიპის ტანკი, 3 ჯ/ავტომობილი და 1 მუხლუხიანი ტრანსპორტირი, რამოდენიმე სატვირთო მანქანა.  ვიტმანმა თავისი უკანასკნელი ბრძოლის დროს, დაღუპვამდე, გაანადგურა კანადელთა 5 ტანკი.  თავის საბრძოლო ნადავლში ”სატანკო ასი” პირად ანგარიშზე ითვლიდა მოწინააღმდეგის 138 განადგურებულ ტანკს და 132 ქვემეხს.

დავუბრუნდეთ თემას და განვიხილოთ საქართველოს საომარი მოქმედებების თეატრის დამახასიათებელ პირობებში ტანკების გამოყენების თავისებურებებზე.  თუ როგორ უნდა იმოქმედონ ტანკებმა ბრძოლის ველზე და რა შეუძლიათ მათ,  აღწერილია უამრავ სამხედრო წესდებაში, მითითებასა და დარიგებაში.  ამჯერად შევჩერდეთ თუ რა არ შეუძლიათ და არ უნდა აკეთონ ტანკებმა:

•    ტანკები არ უნდა მიიწევდნენ წინ უწყვეტი და გულდასმითი დაზვერვის გარეშე – მხოლოდ ფრთხილ დაზვერვას შეუძლია დაიცვას ეკიპაჟი მოულოდნელობიდან.  დაცულ უნდა იყოს ფლანგები, ისევე როგორც ფრონტი.  გახსოვდეთ, ტანკები თავისი მოქმედების დროის უმეტეს ნაწილს უნდა ხარჯავდნენ საფარის ძიებაში, რათა უფრო ეფექტურად გამოიყენონ მძლავრი საცეცხლე საშუალებები.  სასურველია სადაზვერვო მზირში ტანკის მეთაურები თავად მონაწილეობდნენ, რათა შემდგომში ადვილად მოახდინონ გასავლელი მარშრუტის ”ვიზუალიზება”.  ყველა მეთაურის ამოცანაა 360 გრადუსით თვალთვალის ორგანიზება.  რკინისებული რადიო-დისციპლინა კარგი ხელმძღვანელობის აუცილებელი პირობაა!;
•    ტანკები არ უნდა მოქმედებდნენ ცალკე, დამოუკიდებლად - ჯ/სატანკო ძალები შეიცავს სატანკო და მექანიზირებულ ძალებს.  თითოეული მათგანისთვის მეორე მხარე წარმოადგენს ხერხემალს როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი მოქმედებებისთვის. თავისთავად სატანკო დანაყოფები თავისი არსით წარმოადგენენ შეტევით ძალებს და თავის თავში აერთიანებენ მტრული ცეცხლისგან დაცვით,  მძლავრ საცეცხლე და მაღალი მობილურობის საშუალებებს, რაც მათ მატებთ დარტყმით (“შოკურ”) შესაძლებლობებს.  მექანიზირებულ ქვეითს გააჩნია იგივე მანევრირებადობა, როგორც ტანკებს, მაგრამ ნაკლები საცეცხლე და დამცავი შესაძლებლობები.  მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ტანკებს ქსმ-ზე ამხედრებულ მდგომარეობაში ან ქვეითად ქსმ-ის მხარდაჭერით.  თავდაცვის მოწყობისთვის ისინი გამოიყენებიან  ღერძულა წერტილებად მანევრირებადი სატანკო ძალებისთვის.  მათი როლი ტანკების წარმატებით მოქმედებაში უდიდესია და მოიცავს: შეტევაში ახლო მხარდაჭერასა და მოწინააღმდეგის ობიექტის გაწმენდას, მოწინააღმდეგის ტ/საწინააღმდეგო საშუალებების განადგურებას, ტერიტორიის დაკავებას, საინჟინრო წინაღობებისგან მისასვლელების გაწმენდას, ფლანგების დაცვას, თვალთვალის და პატრულირების ორგანიზებას, მოწინააღმდეგის შეკავებასა და წინასწარ მომზადებული თავდაცვითი ზღუდისკენ მიმართვას.  მექანიზირებული ქვეითი (პირადად მე უფრო მომწონს “ჯავშანგრენადერი”) უნდა აზროვნებდეს, ცხოვრობდეს, ხედავდეს როგორც ტანკისტი!  Mმათთან მოქმედებისას ტანკის მეთაური უნდა დარწმუნდეს, რომ საკმაოდ ახლოს ურთიერთქმედებს.  მხოლოდ ასე შეიძლება ურთიერთდახმარება.  ვინ უნდა უხელმძღვანელოს ამ დროს – ეს მეორე საკითხია.  მთავარია არ მისცე მოწინააღმდეგეს თქვენი დაშორიშორისების საშუალება.  ტანკისტების დევიზი უნდა იყოს: ”დაიცავი ქვეითები”, მათი –”დაიცავი ტანკები”.  ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერა უნდა გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ, სანამ ჭურვები აღწევენ მიზანს.  ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შეტევა დაგვიანებული იქნება.  უმჯობესია საკუთარი მხარდამჭერთა აფეთქებების ნამსხვრევების რისკის ქვეშ ყოფნა, ვიდრე ტ/საწინააღმდეგო საშუალებების შეუფერხებელი ზემოქმედების ქვეშ დარჩენა;

No comments:

Post a Comment